მე ვარ ხათუნა მანია, ქ.რუსთავის #23-ე საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლე.დედა--ინგა მიგინეიშვილი,მამა-ზვიად მანია.
. თავისი დედულეთის, სოფ.ტყვირის სილამაზის შესახებ აღტაცებით საუბრობს სიმონ ჩიქოვანი.იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მასში პოეზიის ნიჭი ამ სოფლის სილამაზემ გააღვიძა.
დედაჩემისა და უფროსი თაობის წარმომადგენლებისაგანაც ძალიან საინტერესო ისტორია მოვისმინე ამ სოფლის შესახებ, რომელსაც სიამოვნებით გადმოგცემთ:
სოფელი ტვირი მდებარეობს სამეგრელოში, კერძოდ აბაშის რაიონში, აბაშის რკინიგზის სადგურიდან 7 კმ-ის დაშორებით, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე.
შუა საუკუნებში სამეგრელოს სამთავროს სამხრეთ--აღმოსავლეთ პროვინციას ეწოდებოდა საჭილაო. ჭილაძეები იყვნენ მეფის კარზე დაწინაურებული ფეოდალები, ჯერ კიდევ XII საუკუნეში, სოფელი ტყვირი კი ითვლებოდა საჭილაოს ცენტრად. იგი მოიცავდა მარტვილის რაიონს სოფ. ბანძიდან და მთელ აბაშის რაიონს,სამტრედიისა და ლანჩხუთის რაიონების მომიჯნავე ტერიტორიებს.
არსებობს ვერსია, რომ სახელი „ტყვირი“ უკავშირდება ტყვიას. „მტყოვრი“- არის მეგრულ ენაზე. .„მტყოვრი-„ტყოვირი“-„ტყობირი“-„ტყვირი“ ---მეგრულ-ლაზურია და „ტყობირი“- ნიშნავს გაპარულს, გაქცეულს.
მდ. ნოღელასთან ახლოს ქართული კულტურის მოკრძალებული ძეგლი -ლამაზგუმბათიანი, ქვითა და აგურით აგებული მაცხოვრის ტაძარია.იგი ამჟამად უკაცრიელ ადგილზე დგას. ფაქტიურად ეს ტაძარი ორსართულიანია.ერთი სართული მიწაშია. ეკლესიას ჩრდილოეთით აქვს სარდაფი.სარდაფიდან კი იწყება საიდუმლო გვირაბი რომელიც მიემართება მდ. ცხენისწყლის ძველი კალაპოტისაკენ,აღმოსავლეთით.იგი გათვალისწინებული იყო ექსტრემალურ სიტუაციაში გასაქცევად. როგორც ირკვევა, სოფლის სახელი უკავშირდება სამალავ გვირაბს,რომელთანაც შემდგომში ტაძარიც აიგო.ამ ეკლესიის ამშენებლად მოიხსენებულია ქველი ჭილაძე-გიორგი VII-ის მოლარეთუხუცესი.ეს იყო ჭილაძეების საგვარეულო ტაძარი..ტაძარში დღემდე შემორჩენილია ასომთავრული, მხედრული და ხუცურწარწერიანი ფიქლები, რომელზეც მოხსენებული არიან ჭილაძეები.
გასაბჭოებამდე ეკლესიის გუმბათი მთლიანად დახურული ყოფილა ტყვიის ფურცლებით, ამბობენ, რომ სწორედ აქედან წარმოიშვა სოფლის სახელი-„ტყვირი“.
გასაბჭოების პერიოდში ეკლესია გაძარცვეს დადაანგრიეს, ხოლო რადგანაც სოფლის სახელი უკავშირდება ეკლესიაში არსებულ გვირაბს, გადაწყვიტეს მისთვის სახელი შეეცვალათ.სოფლის მკვიდრმა,კომუნისტმა და რაიონში გავლენიანმა პირმა--სიდო ხაინდრავამ,სოფელს დაარქვა „ცილორი“, მაგრამ აქვსენტი მიგინეიშვილმა,რომელიც ამ დროს იყო აბაშის რაიონის რაიკომის მდივანი, წინ აღუდგა ხაინდრავას და მის მომხრეებს და ისტორიული ფაქტებზე დაყრდნობით და დიდი დავის შედეგად სოფელს დაუბრონა სახელი „ტყვირი“. დღეს სოფელს ზოგჯერ მოიხსენიებენ „ცილორ-ტყვირად“
ტაძრის ეზოში დგას ჭადრის ხე, რომელიც სამ საუკუნეს ითვლის. როცა ეკლესია გაანადგურეს, ეს ხეც გახმა.ასე იყო იგი 70 წელიწადი. 1992 წელს, როდესაც ეკლესიის რესტავრაცია დაიწყეს, იმ დროიდან ხემ ისევ ამოიყარა ყლორტები და დღემდე ხარობს.
1913 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის შედეგად,მისი გამოკვლევებიდან ირკვევა,რომ აქ , ეკლესიასთან იყო სოფელი, მაგრამ ისინი შეუწუხებია მდ. რიონიდან გადმოსულ წყალს და იძულებით გადასახლებულან ნაპირიდან 3 კმ-ის დაშორებით.მათ შორის ჩვენი წინაპრებიც.
მდ. რიონმა ეს სოფელი შემდგომში ორად გაყო.
მოგეხსენებათ,მდ.რიონი არის ძალიან ჩქარი დინების,ამიტომ,სოფლის ნაპირზე მისადგომად ააშენეს ბორანი, როგორც მიმოსვლის საშუალება.
სამეგრელოში იყო ასეთი წეს-ჩვეულება: სოფლებში იმართებოდა ბაზრობა, სადაც ჩამოდიოდა ხალხი სხვადასხვა კუთხიდან,ეს ბაზრობები დღესაც არის ზოგან შემორჩენილი.
ძირითადად ტყვირში მისდევენ მეცხოველეობას.დღემდე ზოგან შემორჩენილია კამეჩებიც.
მოსავლიდან ძირითადია სიმინდი. სტველის აღება ხდება ისევ ძველი წეს-ჩვეულებებით „ნოდის“ წესით. მეზობლები ერთად შებროვდებიან და შეუდგებიან მუშაობას მხიარულად. მასპინძელი კი უმასპინძლდება მათ გემრიელი მეგრული კერძებით, ხაჭაპურებით და სხვა.
სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, მედ- პუნქტი, ომში დაღუპულთა მემორიალი.
ტყვირში გავრცელებული გვარებია: მიგინეიშვილი, თედორაძე, გვალია.